„სასტუმრო რუმსში“ მეწარმე ქალთა საბჭომ უმასპინძლა 70 – მდე მეწარმე ქალს – საშემოდგომა მიღება 2023-ზე

ამა წლის 29 სექტემბერს „სასტუმრო რუმსში“ მეწარმე ქალთა საბჭომ უმასპინძლა 70 – მდე მეწარმე ქალს – საშემოდგომა მიღება 2023-ზე. მონაწილეთა შორის იყვნენ ორგანიზაციის ძველი წევრები და ისინი ვისაც სურს, რომ მომავალში გახდეს ორგანიზაციის წევრი.

ღონისძიება გაიმართა WE-Champs პროგრამის – სამეწარმეო ეკოსისტემების გაძლიერება რეგიონალური ქალთა სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და ბიზნეს ასოციაციების პროგრამის ფარგლებში, რომლის მონაწილეა „მეწარმე ქალთა საბჭო“. ამ პროგრამის ფარგლებში ორგანიზაციამ მიიღო ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერებისა და განვითარების გრანტი.

ღონისძიებაზე ორგანიზაციამ დამსწრე აუდიტორიას გააცნო მიმდინარე სიახლეები და მომავალი გეგმები. მეორე ნააწილი დაეთმო დისკუსიას და სამეთვალყურეო საბჭოს ახალმა წევრებმა, რომლებიც ასევე არიან წარმატებული მეწარმეები დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს თავინთი ბიზნეს გამოცდილება და ისაუბრებს გამოწვევებზე. შეხვედრა შეაჯამა მსჯელობის ფორმატში კამელია ბულატმა CIPE-ის უფროსმა ექსპერტმა.

მსგავსი სიახლეები

სისტემაში შესვლა

არ ხართ რეგისტრირებული? დააჭირეთ აქ