მეწარმე ქალთა საბჭო
საქართველოში

გაწევრიანება

სერვისები და ბენეფიტები

წარმომადგენლობითი წევრობის უპირატესობა / ფასიანი 570 ლარი

წევრობა შეუძლია  ადგილობრივ ან საერთაშორისო ნებისმიერ კომპანიას ან ინდივიდს,   უმთავარესია რომ კომპანიის შემთხვევაში მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნოდეს ქალს, ხოლო ინდივიდუალური წევრი შეუძლია გახდეს ქალი.

  • წევრის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის განთავსება ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე
  • სურვილის შესაბამისად წარმომადგენლობითი ბორდის წევრობა (შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით)
  • ორგანიზაციის მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
  • ორ ჯერ წლის განმავლობაში ორგანიზაციის ღონისძიებაზე მოწვევა/მონაწილეობა
  • მარკეტინგისა და კომუნიკაციების (PR) მიმართულებით კონსულტაცია და მხარდაჭერა
  • წევრის ინტერვიუ და გავრცელება სოც მედიაში
  • ნეთვორქინგი ორგანიზაციის წევრებთან და პარტნიორი ორგანიზაციიების წევრებთან
  • საშუალოდ 4 ჯერ წევრის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ორგანიზაციის ბაზების გამოყენებით
  • წევრობის დამადასტურებელი სერთიფიკატი

ასოცირებული წევრი / უფასო

ორგანიზაციის ასოცირებული წევრობა შეუძლია მეწარმე ქალს რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას ან ნაწილობრივ ფლობს ბიზნესს.

  • ასოცირებული წევრობის შემთხვევაში საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოხვდება ორგანიზაციის ბაზაში და თემატურ ღონიძიებების/კონფერენციებსა და ტრენინგების შესახებ იქნება ინფორმირებული
  • ხელი შეეწყობა ნეთვორქინგში
  • ორგანიზაციის მენეჯმენტი გაუწევს კონსულტაციას საჭიროებისამებრ

ჩვენი ეთიკის კოდექსი

მეწარმე ქალთა საბჭოსთვის უმნიშვნელოვანესია ყველა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება. ორგანიზაცია არ ფარავს რაიმე ერთ მიმართულებას, ის გამოირჩევა მრავალფეროვნებით. ჩვენი დიდი ოჯახის წევრობა შეუძლია ნებისმიერ წარმატებულ, დასაქმებულ ან განვითარებაზე ორიენტირებულ ქალს. ჩვენი მთვარი მისია არის, რომ ვიყოთ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ და გავაძლიეროთ ერთმანეთი.  წლებია ორგანიზაცია მუშაობს ქალთა როლის გაძლიერებისთვის მეწარმეობაში.

ჩვენი ეთიკის კოდექსი დაფუძნებულია ძირითად ღირებულებებზე და სრულად იზიარებს რომ ყველაზე დიდი მონაპოვარი თანასწორი უფლებები და შესაძლებლობებია.

ორგანიზაციის ყველა წევრი უნდა იზიარებდეს ორგანიზაციის ღირებულებებსა და ფასეულობებს:

  • ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
  • წევრებმა უნდა დაიცვან კონფიდენციალურობა ორგანიზაციის საკუთრივ ინფორმაციასთან დაკავშირებით

  • მიუღებელია წევრის მონაწილეობა კორუფციულ საქმიანობაში
  • წევრები იღებენ პასუხისმგებლობას რომ თავს არ აარიდებენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებში, რადგან იაზრებენ რომ ისინი მიმართული იქნება საზოგადოების კეთილდღეობისათვის.
  • წევრები პატივისცემით მოეკიდებიან და დაიცავენ სხვა პირის ინტელექტუალურ საკუთრებას
  • წევრები იქნებიან მუდმივ კავშირზე და ორგანიზაციას მიაწვდიან საჭიროების შემთხვევაში განახლებულ ინფორმაციას (საკონტაქტოს ცვლილების ან სხვა რაიმე შემთხვევაში)

სისტემაში შესვლა

არ ხართ რეგისტრირებული? დააჭირეთ აქ