ორგანიზაციის ყველა წევრი უნდა იზიარებდეს ორგანიზაციის ღირებულებებსა და ფასეულობებს:
- ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
- წევრებმა უნდა დაიცვან კონფიდენციალურობა ორგანიზაციის საკუთრივ ინფორმაციასთან დაკავშირებით
- მიუღებელია წევრის მონაწილეობა კორუფციულ საქმიანობაში
- წევრები იღებენ პასუხისმგებლობას რომ თავს არ აარიდებენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებში, რადგან იაზრებენ რომ ისინი მიმართული იქნება საზოგადოების კეთილდღეობისათვის.
- წევრები პატივისცემით მოეკიდებიან და დაიცავენ სხვა პირის ინტელექტუალურ საკუთრებას
- წევრები იქნებიან მუდმივ კავშირზე და ორგანიზაციას მიაწვდიან საჭიროების შემთხვევაში განახლებულ ინფორმაციას (საკონტაქტოს ცვლილების ან სხვა რაიმე შემთხვევაში)
განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში ორგანიზაციის გამგეობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რაზეც განმცხადებელს ეცნობება ელფოსტის საშუალებით (ტელეფონით).
ასოცირებული წევრობის შემთხვევაში – ერთი წლის საწევრო შენატანია 0 ლარი.
წარმომადგენლობითი წევრობის შემთხვევაში: ერთი წლის საწევრო შენატანია 570 ლარი.
საწევროს გადახდის წესი:
* წევრი წინასწარ ფარავს საწევრო შენატანს.
* წესდებით გათვალისწინებული გარემოებების – წევრობის შეწყვეტის ან შეჩერებისას, გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.
* წევრს ავტომატურად ენიჭება წარმომადგენობითი წევრის სტატუსი, თუ ერთი წლის განმავლობაში მის მიერ ორგანიზაციის ანგარიშზე შემოტანილი თანხა ჯამში შეადგენს 570 ლარს. აღნიშნული სტატუსი ძალაშია სტატუსის მინიჭებიდან 1 წლის განმავლობაში, თუ მას სხვა მიზეზით არ შეუწყდა წევრობის სტატუსი.
რეგისტრაციის დროს ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ არის გამოგონილი და სრულად შეესაბამება სინამდვილეს. ვადასტურებ რომ ჩემი წევრობის მონიჭების შემთხვევაში სრულად გავიზიარებ და პატივს ვცემ ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილ წესებსა და პირობებს