ეკა ბურკაძე

დამფუძნებელი

საქართველო,

თბილისი

გაზიარება

სტარ კონსალტინგი

საქმიანობის მოკლე აღწერა

”სტარ კონსალტინგი” შპს „სტარ კონსალტინგი“ დაფუძნდა 2012 წლის ივლისში. მისი დაარსების მიზანი იყო საკონსულტაციო მომსახურების გაწევა სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის სისტემების შემუშავებისა და დანერგვის პროცესში, პერსონალის კვალიფიკაციისა და ცნობიერების ამაღლების ტრენინგების ჩატარება აღნიშნულ სფეროებში. დაფუძნებისათანავე კომპანია შეირჩა და გააფორმა ხელშეკრულება საერთაშორისო არასამათავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორპსთან“. პროექტის ფარგლებში, შპს „სტარ კონსალტინგის“ კონსულტანტების მიერ ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით მცირე და საშუალო საწარმოები შეფასებები, სანიმუშო ჰიგიენის პრაქტიკის დანერგვა, პერსონალის ტრენინგი, მომწოდებლების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები. კომპანია დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სხვადასხვა სახის სერვისს: ზოგადი ჰიგიენის წესების დანერგვის მომსახურება (წარმოებისა და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკა GMP&GHP)სერვისი – საკონსულტაციო მომსახურება სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით (საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) გეგმა)სერვისი – ხარისხის მართვის საერთაშორისო სისტემების დანერგვის მომსახურება (საერთაშორისო სტანდარტების და სერტიფიკაციის სქემების დანერგვა, როგორიცაა: ✔ ISO სტანდარტები: ISO 9001, ISO 22000 და სხვა; ✔ FSSC 22000; ✔ GLOBAL G.A.P. + GRASP; ✔ Halal;)

გალერეა

სისტემაში შესვლა

არ ხართ რეგისტრირებული? დააჭირეთ აქ