მეოთხე ყოველწლიური კონფერენციის
„ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში” ფარგლებში
თბილისი, 2017 წლის 27-30 მარტს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-USAID-ის პროექტი „მმართველობა განვითარებისათვის” (G4G) საქართველოში, „მეწარმე ქალთა საბჭოსთან” (WBCG) ერთად, გამართავს რიგით მე-4 ყოველწლიურ კონფერენციას სახელწოდებით „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში“.
წინა წლებში დაგროვილმა გამოცდილებამ და საზოგადოების მხრიდან მზარდი ინტერესის ტენდენციამ განაპირობა ღონისძიების ფორმატის შეცვლა. წელს უკვე კვირეულის სახით ჩატარდება ღონისძება და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორიცაა ფინანსებთან წვდომა, ქალი და ინოვაცია, ქალის როლი ტექნიკურ პროფესიებში. კვირეულის მიზანია ქალების როლის გაძლიერება ქვეყნის მართვაში, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებაში.
კვირეულის ფარგლებში მონაწილეობას იღებენ წარმატებული ქალბატონები როგორც კერძო და საჯარო სექტორებიდან , ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ისინი დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას როგორ მიაღწიეს წარმატებას. მათი წარმატების მაგალითები სტიმულის და შთაგონების მიმცემი იქნება ყველა მონაწილე ქალბატონისთვის.
ღონისძიებაზე გამოვლინდებიან წლის ლიდერი ქალები ბიზნესში, მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციაში.
მედია მოწვეულია ღონისძიებაზე დასასწრებად.