საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის ინიციატივით, საქართველოს უმშვენიერეს მხარეში, აფხაზეთში დაარსდა. სამწუხაროდ, 1991 წელს ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, შავიზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი ამ ფესტივალის აღდგენა, რომლის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა.
წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა მისი გეოგრაფიის გაფართოვება, რიც გამოც, 2015 წლიდან თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მას უკვე „ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი“ ეწოდა. იხ.სრულად ბმულზე
პროგრამა იხ. ბმულზე
ბილეთების შეძენა ბმულზე