“ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში”
თბილისი, 2019 წლის 27მარტს, “მეწარმე ქალთა საბჭო”(WBCG) გამართავს მე-5 ყოველწლიურ კონფერენციას: “ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში”.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ წარმატებული ქალბატონები როგორც კერძო და საჯარო სექტორებიდან , ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ისინი დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, როგორ მიაღწიეს წარმატებას. მათი წარმატების მაგალითებისტიმულის და შთაგონების მიმცემი იქნება ყველა მონაწილე ქალბატონისთვის.
ღონისძიებაზე გამოვლინდებიან წლის ლიდერი ქალები ბიზნესში, მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციაში.
კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ: ამერიკის შეერთებული შტატები სელჩის მოადგილე ელიზაბედ რუდი, ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი.
მედია მოწვეულია ღონისძიებაზე დასასწრებად.