ისტორია

მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლის მიზანიცაა ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქალების ბიზნესში გააქტიურება, გენდერული ბალანსის დაცვის ხელშეწყობა, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მეწარმეობის უნარების პოპულარიზაცია, სხვადასხვა ღონისძიებების (სემინარები, კონფერენციები, ფორუმები და ა.შ).  ორგანიზაცია დაფუძნდა 2015 წელს და მას შემდეგ უწყევტად აგრძელებს თავის საქმიანობას.

ორგანიზაცია არის ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიცია / EPAC – ის წევრი და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი, ასევე ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმა / EECP – ის წევრი.

2017 წელს ორგანიზაციაში შეიქმნა სახელოვნებო საბჭო, რომლის მთავარი მიზანი იყო კრეატიული ინდუსტრიების მხარდაჭერა და განვითარება ქვეყნის შიგნით.

2023 წელს, მეწარმე ქალთა საბჭოს გახდა  მონაწილე პროგრამის “WE-Champs: სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერება რეგიონალური ქალთა სავაჭრო პალატებისა და ბიზნეს ასოციაციების ქსელის მეშვეობით”. ასოციაციის ორგანიზაციული და მმართველობითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ჩვენმა ორგანიზაციამ პროგრამის ფარგლებში მიიღო ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარების გრანტი, რომლის შედეგადაც ორგანიზაციამ შესძლო ხელახალი რეგისტრაცია და წესდების კანონის შესაბამისობაში ცვლილება და  ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება და სამწლიანი სამოქმედო გეგმის განახლება. ორგანიზაციული განვითარების ღონისძიებები განხორციელდა ზემოაღნიშნული საგრანტო დაფინანსების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობით.

სისტემაში შესვლა

არ ხართ რეგისტრირებული? დააჭირეთ აქ