თავმჯდომარის გზავნილი

ნათია მეფარიშვილი

მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში თავმჯდომარე,

თანადამფუძნებელი,  ჰუმანიტარულ,

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი

პროდიუსერი, რეჟისორი, მხატვარი,

კომუნიკაციების სპეციალისტი, მარკეტოლოგი

მოგესალმებით მეწარმე ქალთა საბჭოს საქართველოში სახელით. ორგანიზაცია დაფუძნდა 2015 წელს და მას შემდეგ მუშაობს რომ ხელი შეუწყოს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათი სამეწარმეო უნარების განვითარებას. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო მისი თავმჯდომარე.

დროა ხმამაღლა დავიწყოთ საუბარი ჩვენს სურვილებზე, მიზნებზე, ემოციებზე და შესაძლებლობებზე. ჩვენ ვაგროვრბთ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, შემდეგ ზოგი ჩვენთაგანი ვუზიარებთ სხვებს, რათა მათ ნაკლები შეცდომა დაუშვან დასახული მიზნის მისაღწევად. ან ვთვლით, რომ უმჯობესია ყველამ საკუთარ მაგალითზე მიიღოს გამოცდილება.

დგება დრო, როდესაც გვინდა ცვლილება და აქ, ჩნდება კითხვა – ვართ კი მზად ამისთვის? … და თუ მზად ხართ მაშინ აუცილებლად უნდა გახდეთ ჩვენი დიდი ოჯახის წევრი, სადაც სხვადასხვა პროფესიისა და მრავალმხრივი გამოცდილების ქალბატონები არიან თავმოყრილი.

ორგანიზაცია რომელსაც ვხელმძღვანელობ მეწარმე ქათალთა საბჭო საქართველოში არის სივრცე სადაც მოხდა შერწყვმა სურვილების, ემოციების, ხედვებისა და მიზნების. ეს არის ადგილი, რომელიც აერთიანებს ქალებს საერთო სურვილით – მხარი დაუჭირონ ერთმანეთის.

 

შემოგვიერთდი!

სისტემაში შესვლა

არ ხართ რეგისტრირებული? დააჭირეთ აქ