გაწევრიანება

როგორ გახდე წევრი

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ  ორგანიზაციის წევრი, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა –  გაწევრიანება (გადადით ლინკზე და შეავსეთ ფორმა).

განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ორგანიზაციის გამგეობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რაზეც განმცხადებელს ეცნობება ელფოსტის საშუალებით (ტელეფონით).

გაითვალისწინეთ, რომ საბჭოში გაწევრიანებისას უნდა მიუთითოთ სტატუსი:  სრული წევრი, ან ასოცირებული წევრი. 

სერვისები და ბენეფიტები 

სრული წევრობის უპირატესობა /  500 ლარი (მოიცავს 12 კალენდარულ თვეს)

წევრობა შეუძლია  ადგილობრივ ან საერთაშორისო ნებისმიერ კომპანიას ან ინდივიდს,   უმთავარესია, რომ კომპანიის შემთხვევაში მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნოდეს ქალს, ხოლო ინდივიდუალური წევრი შეუძლია გახდეს ქალი.

  • წევრის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის განთავსება ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე
  • სურვილის შესაბამისად წარმომადგენლობითი ბორდის წევრობა (შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით)
  • ორგანიზაციის მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
  • ორ ჯერ წლის განმავლობაში ორგანიზაციის ღონისძიებაზე მოწვევა/მონაწილეობა
  • მარკეტინგისა და კომუნიკაციების (PR) მიმართულებით კონსულტაცია და მხარდაჭერა
  • წევრის ინტერვიუ და გავრცელება სოც მედიაში
  • ნეთვორქინგი ორგანიზაციის წევრებთან და პარტნიორი ორგანიზაციიების წევრებთან
  • საშუალოდ 4 ჯერ წევრის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ორგანიზაციის ბაზების გამოყენებით
  • სპეციალური 50%- მდე ფასდაკლება ტრენინგებზე, მასტერკლასებსა და ვორქშოპებზე
  • წევრობის დამადასტურებელი სერთიფიკატი

ასოცირებული წევრი / 200 ლარი (მოიცავს 12 კალენდაარულ თვეს)

ორგანიზაციის ასოცირებული წევრობა შეუძლია მეწარმე ქალს რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას,  ნაწილობრივ ფლობს ბიზნესს ან ინდივიდს .

  • ასოცირებული წევრობის შემთხვევაში წევრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოხვდება ორგანიზაციის ბაზაში 
  • თემატურ ღონიძიებების/კონფერენციებისა და ტრენინგების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა 
  • ხელი შეეწყობა ნეთვორქინგში
  • წევრების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სოციალურ მედიაში, როგორც წევრის
  • ორგანიზაციის მენეჯმენტი გაუწევს კონსულტაციას წინასწარი მოთხოვნის ან საჭიროებისამებრ

სისტემაში შესვლა

არ ხართ რეგისტრირებული? დააჭირეთ აქ