კონკურსი “ქალი მეწარმეები ციფრულ და ეკომეგობრულ ბიზნესში”

განაცხადის წარდგენის დასრულების თარიღია: 5 -27 სექტემბერი, 2022

მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში (WBCG)  აზერბაიჯანში მეწარმე ქალთა განვითარების ასოციაციასთან (AWEDA) ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით იწვევს ქალ მეწარმეებს მონაწილეობის მისაღებად კონკურსში „ქალი მეწარმეები ციფრულ და ეკომეგობრულ ბიზნესებში“. კონკურსი იმართება პროექტის – “გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის: თანამშრომლობის გაღრმავება ცოდნის გაზიარების გზით”  ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა და აზერბაიჯანში შვეიცარიის საელჩოს მიერ.

გამარჯვებული მეწარმე ქალები დაჯილდოვდებიან თბილისში, ქალ მეწარმეთა ფორუმის ფარგლებში, ოქტომბრის დასაწყისში.

კონკურსი მიზნად ისახავს  ქალ მეწარმეთა ხელშეწყობას, საუკეთესო ბიზნეს პრაქტიკისა და გამოცდილების წარმოჩენას და  პოპულარიზაციას.

კონკურსის თანახმად გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან მეწარმე ქალები ორ კატეგორიაში: საუკეთესო ციფრული ბიზნესი და საუკეთესო ეკომეგობრული ბიზნესი

  • გამარჯვებული მეწარმე ქალები მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანის ქ. ბაქოში გამართულ ბიზნეს ფორუმში და B2B შეხვედრებზე, რათა პოტენციურ პარტნიორებთან მოხდეს მათი დაკავშირება.
  • გამარჯვებულის ვიზიტი დაფინანსდება პროექტის მიერ (ავია ბილეთი, სასტუმრო)
  • ორ გამარჯვებულ   კომპანიას გადაეცემა ფულადი ჯილდო 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალიუტაში და სერტიფიკატი.
  • გამარჯვებულების დაჯილდოვება მოხდება თბილისში გამართულ ქალთა ფორუმზე.

მოთხოვნები და პირობები:

  • განმცხადებელი უნდა იყოს ქალი და წარმოდგენდეს იურიდიული ფორმით მოქმედ        კომპანიას  მიკრო, მცირე ან საშულო მეწარმის სახით, ასევე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დამწყებ ქალ მეწარმეებსაც (სტარტაპი).
  • მონაწილის ასაკი უნდა იყოს 20 წელი და მეტი
  • ბიზნესი  რეგისტრირებული უნდაიყოს საქართველოში
  • ონლაინ რეგისტრაცია უნდა მოხდეს არაუგვიანეს 27 სექტემბრისა
  • შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა გამოხატონ სურვილი, მონაწილეობა მიიღონ გასაუბრებაში საბოლოო გამარჯვებულის გამოსავლენად (ონლაინ ან ფიზიკურ ფორმატში) და დაადასტურონ მონაწილეობა აზერბაიჯანის ფორუმში ნოემბრის ბოლოს (დეტალური ინფორმაცია აზერბაიჯანში მოგზაურობის შესახებ მიეწოდება შერჩეულ კანდიდატებს).

competition@wbcg.ge

მსგავსი სიახლეები

სისტემაში შესვლა

არ ხართ რეგისტრირებული? დააჭირეთ აქ