ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში და “მეწარმე ქალთა საბჭოს” ერთობლივი პროექტი – “მეწარმე ქალთა გაძლიერების პროგრამის” ფარგლებში შერჩეული 14 მეწარმე ქალი ექვს თვიან ბიზნესის ხელშემწყობ პროექტში მიიღებს მონაწილეობას. პროექტის ფარგლებში, შერჩეული მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით შეიძენენ ახალ უნარ ჩვევებს ჰოლანდიელი ბიზნეს ექსპერტებისგან.