მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში (WBCG) და აზერბაიჯანში მეწარმე ქალთა განვითარების ასოციაცია (AWEDA) ა. წ. თებერვლიდან იწყებენ ერთობლივი ერთწლიანი პროექტის განხორციელებას – “გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის: თანამშრომლობის გაღრმავება ცოდნის გაზიარების გზით”.
პროექტი დაფინანსებულია შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა და აზერბაიჯანში შვეიცარიის საელჩოს მიერ.
ორ ქვეყანაში პარალელურად გაიმართება ღონისძიებები ქალთა გაძლიერების მიმართულებით და მოიცავს ინსტენსიური ტრენინგების კურსს, კონკურსსა და ბიზნეს ფორუმს მცირე და საშუალო ქალი მეწარმეების მონაწილეობით.
ამა წლის 15 აპრილიდან პროექტი იწვევს ქალ მეწარმეებს 3-დღიან ინტენსიურ ტრენინგ კურსში მონაწილეობის მისაღებად. ბენეფიციარების შეირჩევა მოხდება წინასწარ შევსებული სარეგისტრაციო ფორმის საფუძველზე. ტრენინგების მიზანია გამოცდილებაზე დაყრდნობით ცოდნის გაზიარება.
განაცხადების მიღება იწყება 15 აპრილიდან და გაგრძელდება ა. წ. 29 აპრილამდე 2022.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებსა და უკვე შემდგარ მეწარმე ქალებს. კურსის მიზანია ბენეფიციარების ბიზნესუნარების განვითარების ხელშეწყობა.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსოთ სააპლიკაციო ონლაინ.
მონაწილეობის პირობები:
– მონაწილეობა უფასოა.
– სამუშაო ენა არის ქართული
– შერჩეული მონაწილე უნდა დაესწროს ტრენინგის სამივე დღეს, ბენეფიციარს არ შეუძლია ციფრული კომუნიკაცია (ონალინ დასწრება).,
– კურსი გაიმართება თბილისში (მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს განურჩევლად სახოვრებელი ადგილისა).
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ სოც. ქსელში ან info@wbcg.ge