2017 წლის 31 მარტს, თბილისში, სასტუმრო “რედისონიში” მეწარმე ქალთა საბჭოს ორგანიზებით გაიმართა რიგით მესამე კონფერენცია “ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში”. კონფერენციის მხარდამჭერი იყო USAID-ი და USAID-ის პროგრამა “მმართველობა განვითარებისთვის”” (G4G), ქ. თბილისის მუნიციპალური მერია და საქართველოს ბანკი. კონფერენციაში მონაწილეობდა 350 მეწარმე ქალი სხვადასხვა სექტორიდან და საჯარო და კერძო სექტორიდან მომხსენებლები.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა გამოფენა, რომლის მონაწილეები იყვნენ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმე ქალები.