“მეწარმე ქალთა საბჭომ საქართველოში” და საზოგადოებრივმა გაერთიანებამ “ქალთა განათლებისა და განვითარების ხელშეწყობისთვის” უმასპინძლეს ღონისძიებას მეწარმე ქალთა გაძლიერებისათვის.

2024 წლის 28 მარტს (თბილისში, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” მეწარმე ქალთა საბჭომ საქართველოში (WBCG) და აზერბაიჯანის ქალთა განათლებისა და განვითარების საზოგადოებრივმა გაერთიანებამ (SWED PU) ერთობლივად უმასპინძლეს – ბიზნეს ფორუმს “კავშირების დამყარება: საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და თანამშრომლობის ხელშეწყობა”.

ინიციატივის მხარდამჭერია საერთაშორისო კერძო მეწარმეთა ცენტრი (CIPE-ი სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერება რეგიონული ქალთა სავაჭრო და ბიზნეს ასოციაციების ქსელის (WE-Champs) პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ს სახელმწიფო მდივნისა და გლობალური ქალთა საკითხთა ოფისის მიერ.

ფორუმს სტუმრობდნენ გავლენიანი ქალი ლიდერები, მეწარმეები და ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის მომუშავე ორგანიზაციები როგორც საქართველოდან, ასევე აზერბაიჯანიდან.

შალალა კამილოვამ, CIPE-ს პროგრამის მენეჯერმა, ნათია მეფარიშვილმა, WBCG-ის აღამსრულებელმა დირექტორმა და აიგუნ აჰმადოვამ, SWED PU-ს დამფუძნებელმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვეს მხარდამჭერი ქსელების და ტრანსსასაზღვრო პარტნიორობის მნიშვნელოვან როლს ბიზნესში ქალების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებაში.

ღონისძიებაზე უცხოელი ინვესტორებისთვის გაკეთდა პრეზენტაცია საქართველოში ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ და გაიმართა ინფორმატიული დისკუსია, რომელსაც უძღვებოდა ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენელი ინგა ბაკურაძე. ყურადღება გამახვილებული იყო მეწარმე ქალთა გაძლიერებაზე; განიხილებოდა მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობების პერსპექტივები, მენტორობა, ქოუჩინგი, ბაზარზე წვდომა და ბიზნესის განვითარების სტრატეგიები.

ღონისძიების დასასრულს გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი (MoU) SWED PU-ს, Magen David-ის ქალთა საერთაშორისო ცენტრს აზერბაიჯანში და მეწარმე ქალთა საბჭოს შორის. აღნიშნული მემორანდუმი ერთგვარი სიმბოლოა ურთიერთმხარდაჭერისა და მომავალი მდგრადი თანამშრომლობისა.

MoU Signing Ceremony
between Support to Women's Development and Education PU, Azerbaijan
(SWED PU) and Women’s Business Council in Georgia ( WBCG)

MoU Signing Ceremony / between Support to Women’s Development and Education PU, Azerbaijan / (SWED PU) and Women’s Business Council in Georgia ( WBCG)

Visit at Techno Park /GITA in Tbilisi

მსგავსი სიახლეები

სისტემაში შესვლა

არ ხართ რეგისტრირებული? დააჭირეთ აქ