2016 წლის 28-29 სექტემბერს, USAID – ის პროექტი “მმართველობა განვითარებისთვის” (G4G), ქალთა ბიზნესსაბჭოსთან ერთად გაიმართა ფორუმი, სახელწოდებით – “ქალის როლი: ფინანსებზე წვდომა”. ფორუმის ფარგლებში დამწყებ მეწარმე ქალბატონებს გააცნეს ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობები, როგორც სახელმწიფო, ასევე დონორმა ორგანიზაციებმა. ამასთანავე, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ სრულყოფილი ინფორმაცია თავიანთი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ.