2016 წლის 29 დეკემბერს რადიოთავისუფლების ეთერში, გადაცემის სტუმრებმა, მეწარმე ქალთა საბჭოს თანადამფუძნებელმა ნინო მღებრიშვილმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზაციული განვითარების კომპონენტის მრჩეველმა თათა ჯულაყიძემ ისაუბრეს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობასა და აქეთკენ მიმართულ ღონისძიებებზე, რომელთა ერთი ნაწილი პროგრამის „g4g – მმართველობა განვითარებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა.