ჩვენი მიდგომაა, წევრებისთვის გავმართოთ შეხვედრები ყველაზე აქტუალურ საკითხებსა და თემებზე.
ვინც ნამყოფი ხართ ჩვენს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა შეხვედრასა თუ ტრენინგზე, დაგვეთანხმებით, რომ ეს ასეა – ჩვენ ვაფასებთ დროს, რომელიც ძალიან ძვირფასია საქმიანი ქალისთვის და არანაკლებად ძვირფასი მათთვისაც, ვინც გეგმავს, დაიწყოს ეკონომიკური საქმიანობა.
უმნიშვნელოვანესია, უკვე არსებული და დამწყები მეწარმისთვის ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა კომპეტენტური, პრაქტიკოსი და პროფესიონალი ტრენერებისგან მიიღოს. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ფინანსთა აკადემიას თანამშრომლობისთვის.
ტრენერები:
– გიორგი თავდიშვილი სამმართველოს უფროსის მოადგილე, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი .
– ეკატერინე გოგელაშვილი – ფინანსთა სამნისტროს აკადემია, პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი
– ლაშა კობერიძე – სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი, ხარისხის კონტროლის სამმართველო, მათავარი ექსპერტი, აუდიორი
– ნინო მაისურაძე – შემოსავლების სამსახური, მომსახურების დეპარტამენტი, პირადი საგადასახადო მრჩევლის სამმართველო (Privé).
სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით #ფინანსთა აკადემიამ ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით შექმნა სპეციალურად თემატური შეხვედრები მეწარმე ქალებისათვის.
რეგისტრაცია 4 დეკემბრამდე.
გახდი ჩვენი წევრი www.wbcg.ge – მოგვწერეთ სახელი, გვარი, საქმიანობის სფერო, თუ დასაქმებული ხართ კომპანიის სახელი და პოზიცია, ასევე თქვენთვის სასურველი ტრენინგის სახელი ელ. ფოსტაზე info@wbcg.ge
რეგისტრაციის გავლის შემდეგ დაგეგზავნებათ თქვენს მიერ შერჩეული თემის დღის წესრიგი.