Author name: gelebrin

მეწარმე ქალთა საბჭომ გამართა შეხვედრა

16 თებერვალს, 16:00 საათზე მეწარმე ქალთა საბჭომ საქართველოში გამართა შეხვედრა, სადაც შეაჯამა გასული 2017 წელი და გააცნო შეხვედრაზე მყოფებს 2018 წლის გეგმები, ხედვები და მიზნები. შეხვედრას ესწრებოდნენ ორგანიზაციის წევრობის მსურველები.

ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან მემორანდუმი გაფორმდა

დღეს USAID G4G-ის მხარდაჭერით ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ მეწარმე ქალთა საბჭოსთან ერთად დაიწყო მეწარმე ქალთა გაძლიერების კურსი, რომელიც დაეხმარება მათ ბიზნესს წარმატების მიღწევაში! მეწარმე ქალთა საბჭოსა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

სამუშაო შეხვედრები მეწარმე ქალებთან

ჩვენი მიდგომაა, წევრებისთვის გავმართოთ შეხვედრები ყველაზე აქტუალურ საკითხებსა და თემებზე.ვინც ნამყოფი ხართ ჩვენს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა შეხვედრასა თუ ტრენინგზე, დაგვეთანხმებით, რომ ეს ასეა – ჩვენ ვაფასებთ დროს, რომელიც ძალიან ძვირფასია საქმიანი ქალისთვის და არანაკლებად ძვირფასი მათთვისაც, ვინც გეგმავს, დაიწყოს ეკონომიკური საქმიანობა.უმნიშვნელოვანესია, უკვე არსებული და დამწყები მეწარმისთვის ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა კომპეტენტური, პრაქტიკოსი და პროფესიონალი ტრენერებისგან მიიღოს. …

სამუშაო შეხვედრები მეწარმე ქალებთან Read More »

კონფერენცია 2017 – ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში

2017 წლის 31 მარტს, თბილისში, სასტუმრო “რედისონიში” მეწარმე ქალთა საბჭოს ორგანიზებით გაიმართა რიგით მესამე კონფერენცია “ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში”. კონფერენციის მხარდამჭერი იყო USAID-ი და USAID-ის პროგრამა “მმართველობა განვითარებისთვის”” (G4G), ქ. თბილისის მუნიციპალური მერია და საქართველოს ბანკი. კონფერენციაში მონაწილეობდა 350 მეწარმე ქალი სხვადასხვა სექტორიდან და საჯარო და კერძო სექტორიდან მომხსენებლები.კონფერენციის ფარგლებში გაიმართა გამოფენა, …

კონფერენცია 2017 – ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში Read More »

გენდერული ამბები რადიო თავისუფლების ეთერში

2017 წლის 9 მარტს რადიოთავისუფლების ეთერში, გადაცემის სტუმრებმა, მეწარმე ქალთა საბჭოს თავმჯდომარე ნათია მეფარიშვილმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზაციული განვითარების კომპონენტის მრჩეველმა თათა ჯულაყიძემ 31 მარტს დაგეგმილი კონფერენციის „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში“ დღის წესრიგზე ისაუბრეს.

გენდერული ამბები რადიო თავისუფლების ეთერში

2016 წლის 29 დეკემბერს რადიოთავისუფლების ეთერში, გადაცემის სტუმრებმა, მეწარმე ქალთა საბჭოს თანადამფუძნებელმა ნინო მღებრიშვილმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზაციული განვითარების კომპონენტის მრჩეველმა თათა ჯულაყიძემ ისაუბრეს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობასა და აქეთკენ მიმართულ ღონისძიებებზე, რომელთა ერთი ნაწილი პროგრამის „g4g – მმართველობა განვითარებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა.

ქალის როლი: ფინანსებზე წვდომა

2016 წლის 28-29 სექტემბერს, USAID – ის პროექტი “მმართველობა განვითარებისთვის” (G4G), ქალთა ბიზნესსაბჭოსთან ერთად გაიმართა ფორუმი, სახელწოდებით – “ქალის როლი: ფინანსებზე წვდომა”. ფორუმის ფარგლებში დამწყებ მეწარმე ქალბატონებს გააცნეს ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობები, როგორც სახელმწიფო, ასევე დონორმა ორგანიზაციებმა. ამასთანავე, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ სრულყოფილი ინფორმაცია თავიანთი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ.

სისტემაში შესვლა

არ ხართ რეგისტრირებული? დააჭირეთ აქ